ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგავაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.

მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.

“ვიცი, რომ ერთიანების შესახებ საუბარი დღესდღეობით ფანტაზიას ჰგავს. ვიცი, რომ საზოგადოება ახლა დაყოფილია. თუმცა ერთიანობა ქვეყნის წარმატების ერთადერთი საწინდარია, – განაცხადა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლის დროს. ბაიდენი კაპიტოლიუმში მომხდარ მოვლენებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ ქვეყანაში აღარასოდეს მოხდება.

„ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება, არც დღეს, არც ხვალ და არც არასოდეს. მე ვიქნები თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი, მათიც, ვინც მე მხარი არ დამიჭირა“, – განაცხადა ბაიდენმა.

იპნ