კალაძეს პრემიერმინისტრობა მოუნდა – დაპირისპირება „ოცნებაში“

კალაძეს პრემიერმინისტრობა მოუნდა - დაპირისპირება „ოცნებაში“„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიული ბოსების მორიგი და დიდი ჯახის მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი მდივანი და საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი კობახიძე მთავარი ბოსის გაცხადებული მემკვიდრეა, არც ისე მარტივადაა საქმე „ოცნებაში“. „2020NEWS”-ის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეობაზე პრეტენზია სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების რეიტინგით N2-ს, თავად დედაქალაქის მერსა და პარტიის გენერალურ მდივანს, კახი კალაძეს აქვს. მეტიც, კალაძე პრემიერმინისტრობას ითხოვს, თუ თავმჯდომარედ არ დაამტკიცებენ.

ისმის კითხვა, სად უშვებენ პრემიერ გიორგი გახარიას, რომელმაც ამავე რეიტინგებში, დიდი ხანია, გაასწრო თბილისის მერს და საარჩევნო კამპანია „ოცნებამ“ მისი პირველი ნომრობით ჩაატარა?

კალაძეს არამარტო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, არამედ პარტიულ აქტივშიც მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე კობახიძეს, რომელიც საკუთარ პარტიაში გულზე დიდად არ ეხატებათ.

კალაძისა და კობახიძის დაჯგუფებების დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამოქმედდა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის სქემა. შუშის სასახლეში დიდი გარჩევის დროს კალაძემ მწვავედ დასვა საკითხი, რომ პარტიის ხელმძღვანელობას კობახიძეს არ დაუთმობდა, რადგან მას უფრო ეკუთვნოდა.

ბიძინა ივანიშვილს კალაძის მაღალი რეიტინგი არ მოსწონს, თანაც წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და, როგორც ჩანს, დედაქალაქის მერს მერობა  აღარ სურს, რადგან მისი ამბიცია გაზრდილია პრემიერობამდე, რაც ოლიგარქს არ მოეწონება. კობახიძე კი ის ფიგურაა, რომელიც მარტივად მართვადია დაბალი რეიტინგის გამო, შესაბამისად, ამბიციებიც ნაკლები აქვს.

2020 ნიუსი