ხელვაჩაურში მოკლული 44 წლის გია ბოლქვაძეა – “უბნის ბიჭები იყვნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს”

ხელვაჩაურში მოკლული 44 წლის გია ბოლქვაძეა - "უბნის ბიჭები იყვნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს"ხელვაჩაურში მომხდარი დაპირისპირების მოტივი, რომლის დროსაც 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიჭრა, ერთი კვირის წინ დაწყებული დაპირისპირება გახდა.

“მთავარის” ინფორმაციით, მოკლულმა 44 წლის გია ბოლქვაძემ გასულ კვირას კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს შეარიგა, გუშინ კი სახლში თავს დაეხსნენ, ჩაამტვრიეს შუშები; მოგვიანებით დაპირისპირება ე.წ. “ოცნების ქალაქში” მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა.

საბოლოოდ, გია ბოლქვაძე ყელის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს.

“აქ მოვარდნენ, ჩალეწეს ფანჯრები… რომ წავიდა, გავყევი, მაგრამ არ გამიყოლა, შენ სახლში იყავი და მოვალო. უბნის ბიჭები იყვნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი ბიჭი ნასვამი იყო… ერთმანეთს იცნობდნენ, ყოველთვის მოდიოდნენ აქ”, – ამბობს გარდაცვლილის ცოლი.
დაპირისპირებას კიდევ ერთი დაზარალებული ჰყავს – 27 წლის კაცი, რომელიც მუცლის არეშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით შემოიყვანეს პაციენტი, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია”, – ამბობს ექიმი, მერაბ გოგოლაძე.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გუშინ მოხდა. შსს-მ უკვე დააკავა 24 წლის დამნაშავე. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მთავარი