ხევისბერი თამაზ წოწკოლაური ეკლესიასთან ხევში გადაიჩეხა

ხევისბერი თამაზ წოწკოლაური ეკლესიასთან ხევში გადაიჩეხადუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავში, სოფელ მუქოში ავარიაში მამაკაცი დაიღუპა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის 52 წლის თამაზ წოწკოლაურია.​ მის შესახებ სააგენტოს სოფლის რწმუნებული, მაია წელაური ესაუბრა.

„ადგილობრივია, ბრძენი ადამიანი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა – როგორც მაცხოვრებელი და როგორც ყველაზე ახალგაზრდა ხევისბერი ხევისბერებს შორის, ყველას იმედი იყო.

საკუთარ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. მუქოს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხევია, სწორედ იმ ხევში გადაიჩეხა. ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის პროცედურა მიმდინარეობს“, – ამბობს მაია წელაური ჩვენთან საუბრისას.

ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ასევე, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ ხევიდან ცხედრის ამოყვანას.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე უხვი ნალექია.