ლექსუსი საპატრულოს მანქანას დაეჯახა – ავარია სანაპიროზე

ლექსუსი საპატრულოს მანქანას დაეჯახა - ავარია სანაპიროზემტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი “ლექსუსის” მარკის ავტომობილი საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა – მძიმედ დაშავდა ორი პოლიციელი.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლექსუსმა”  საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა.

სამართალდამცველები გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ავარიის ადგილიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანა. მეორე ავტომობილის მძღოლი დაშავებული არ არის.