მანქანა მოცურდა და მას მატარებელი დაეჯახა – 40 წლის ცოლ-ქმარი მძიმედ დაშავდა

მანქანა მოცურდა და მას მატარებელი დაეჯახა - 40 წლის ცოლ-ქმარი მძიმედ დაშავდადღეს, 19 იანვარს, ნინოწმინდა–ოროჯალარის გზაზე მატარებელი მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემთხვევის შედეგად  მანქანაში მყოფი 40 წლის ცოლ–ქმარი მძიმედ დაშავდა, ისინი  მრავლობითი ტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ინფორმაციას რადიო ნორი ავრცელებს.

სავარაუდოდ, მანქანა მოცურდა.

დაშავებულებიდან ერთს ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება, მეორეს კი თბილისში გადასაყვანად ამზადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 275 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

სამხრეთის კარიბჭე