მარი შარაშიძე – “თამარ ბაჩალიაშვილი სიკვდილამდე 1 თვით ადრე საფრთხის შესახებ მაფრთხილებდა”

მარი შარაშიძე - "თამარ ბაჩალიაშვილი სიკვდილამდე 1 თვით ადრე საფრთხის შესახებ მაფრთხილებდა"21 წლის მარი შარაშიძემ შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში პროკურატურის დასრულებული გამოძიება თავდაყირა დააყენოს.

შარაშიძე ამბობს, რომ მას გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე პროგრამისტი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. ახალი მოწმის გამოჩენის შემდეგ პროკურატურამ მოწმეზე ზეწოლა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ გოგო იტყუება.

პროკურატურაში მარი შარაშიძის შენახული შეტყობინებები ადვოკატებმა მტკიცებულებების სახით გასულ კვირას წარმოადგინეს, თუმცა გამოძიება სულ სხვა მიმართულებით, მტკიცებულებების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე დაიწყო.

პარალელურად, დაკითხეს შარაშიძის ბიძა და ბიცოლა და ახალ მოწმეს გაჩუმება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებით დაემუქრნენ.

საქმის ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ შოთაძის უწყება ახლა ყველაფერს გააკეთებს, რათა შარაშიძემ ჩვენება შეცვალოს.

უფრო მეტიც,  პროკურატურის განცხადებას, რომ მარი შარაშიძეს მენტალური პრობლემა აქვს შოთაძის უწყების წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად აცხადებენ ადვოკატები. მათი თქმით, ახალგამოჩენილ მოწმეს ფსიქიკური ექსპერტიზა არ ჩატარებია და გამოძიება ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქმე აქამდე არც მივიდეს.

ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მარი შარაშიძესთან რეალურად მეგობრობდა. რადგან არსებობენ კიდევ სხვა ადამიანები, რომლებიც ოჯახს ამ დრომდე უკავშირდებიან და უყვებიან, რომ პროგრამისტი საფრთხის შესახებ მათაც წერდა. ახლა მათი მთავარი მოთხოვნაა, პროკურატურამ გახსნას მიმოწერა და ჩატარდეს ექსპერტიზა, განსაკუთრებით კი იმ ხმოვანი შეტყობინებების, რომელსაც 23 წლის პროგრამისტი ვირტუალურ მეგობარს უგზავნიდა, რადგან ხმით, ზუსტად დადგინდება იყო თუ არა ეს ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილი.

მარი შარაშიძე არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში დაუმეგობრდა. ასეთია დაახლოებით 5.000 ფეისბუქ-მომხმარებელი, მათ შორის თეონა ყურუა, ნორვეგიის მოქალაქე, რომელმაც ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას თქვა, რომ ბაჩალიაშვილი პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ნორვეგიაში ცდილობდა და დეტალებს ყურუასთან არკვევდა.

ადვოკატები დარწმუნებულია რიან, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილი მისთვის უცნობ და ისეთ პირებს, ვინც არ კონტროლდებოდა ინფორმაციას საშიშროების შესახებ მიზანმიმართულად აწვდიდა.

მთავარი