მეუფე საბა გიგიბერიას მილიონი ლარის ღირებულების 7 მანქანა ჰყავს

მეუფე საბა გიგიბერიას მილიონი ლარის ღირებულების 7 მანქანა ჰყავს2016 წლიანი ML მერსედესი მუქი ვეცხლისფერი;
2020 წლის ლენდ კუიზერი 200. შავი;
2019 წლის კია სპორტიჯი, მუქი ვერცხლისფერი;
2019 წლის მერსედესი CLS ვერცხლისფერი;
2014 წლიანი ტოიოტა ჰაილუქსი. თეთრი;
2019 წლიანი ტოიოტა ლენდ კუიზერი 200. შავი;
2017 წლიანი ტოიოტა ჰაილუქსი მუქი ვერცხლისფერი.
მილიონ ლარამდე ღირებულების ავტომანქანები ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბა გიგიბერიას მფლობელობაშია.

ვცადეთ გაგვერკვია, მეუფემ, რომელიც ბერია, მატერიალური სიკეთეების გარეშე უნდა ცხოვრობდეს და შიმშილის ზღვარზე მყოფი მრევლის შემოწირულობის იმედად არის, როგორ მოახერხა ძვირადღირებული ავტოპარკის შეძენა.

მეუფე ამბობს, რომ 24 წლიან ღვთისმსახურებას უკვალოდ არ ჩაუვლია და თითოეულ მანქანის თავის ისტორია აქვს.

მეუფე საბამ იცის, რომ ძვირფას საჩუქრებს სულის ცხონებასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ რა ქნას. დარწმუნებულია, რომ აკეთებს ისეთ საქმეებს, რისთვისაც სჭირდება მანქანები – ერთხიდიანი, ორხიდიანი, სამხიდიანი, ახალიც და ძველიც.

საჩუქრებს დაბადების დღეზეც იღებს და ისედაც. მაგალითად, ბოლო იუბილეზე 2 მანქანა აჩუქეს. ყველა ნაჩუქარ ავტომობილზე ერთი სერია აქვს, არ გვითხრა რას ნიშნავდა ინიციალები, მაგრამ მისი გაშიფვრა ერთი შეხედვითაც მარტივია,  მხსს – მეუფე ხონისა და სამტრედიისა საბა. ნომრები კი, მანქანების რაოდენობის მიხედვით – 001 დან 008-ის ჩათვლით იზრდება.

ხონსა და სამტრედიაში ღიად საუბარს ყველა ერიდება, კამერის მიღმა და საიდუმლოდ კი იმასაც ყვებიან, რომ მეუფე ყველაზე ახლოს ბიზნესმენებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან არის და მერსედესის მარკის მანქანა, ცლს მოდელი, კრიმინალურმა ავტორიტეტმა აჩუქა, ხონელმა კანონიერმა ქურდმა  ჯეირან კინწურაშვილმა – იგივე ხონსკიმ, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. ავტომობილი 2020 წლისაა, ცენტრიდანაა გამოყვანილი და მისი ღირებულება 112 ათასი დოლარია.

მეუფე საბასთვის სასაუბროდ საინტერესო თემა პანდემიაც აღმოჩნდა. თვლის, რომ მთავრობები პანდემიის დროს მხოლოდ ფულს აკეთებენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას მაინც მოერიდა. ამბობს, რომ არც ვაქცინას ენდობა და არც აცრას აპირებს.

მთავარი