„მკვლელი ხარ, ხო გელანდება ჩემი შვილის სახე, კიდევ მოგელანდება“… – გიორგი შაქარაშვილის დედა

„მკვლელი ხარ, ხო გელანდება ჩემი შვილის სახე, კიდევ მოგელანდება“... - გიორგი შაქარაშვილის დედა გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლმა, საკუთარი შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლო დარბაზში მიმართა .შაქარაშვილის დედის დაკითხვის სტენოგრამას “ნოდარ მელაძის შაბათი” ავრცელებს.
თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთ ბრალდებულს მიმართავს: “ხო გელანდებოდა სიზმარში, კიდევ მოგელანდება ჩემი შვილი. კარგად დაიმახსოვრე მისი სახე”.
შავ­ლაშ­ვი­ლი ამბობს, რომ განსასჯელის სკამზე მყოფი 5 პირი დამნაშავეები კი არა “მკვლელები არიან”.
“მკვლელები არიან, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები”- ამბობს შვილმოკლული დედა დაკითხვისას.
ბრალდებულებსა და თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლს შორის სიტყვიერი შეკამათებაც მოხდა.
ჩანაწერში ისმის ბრალდებულის სიტყვა – “ვნახოთ”, რაზეც თა­მუ­ნა შავ­ლაშ­ვი­ლი ამბობს:

“იმუქრები?… შენ ხარ მკვლელი, შენი უნდა მჯეროდეს და ამირხანაშვილის არა?!”