ნიკა გვარამიას სასამართლო 2 თებერვალს დაინიშნა

ნიკა გვარამიას სასამართლო 2 თებერვალს დაინიშნა“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართო პროცესი 2 თებერვალს ჩაინიშნა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

“ბატონო ბიძინა, თქვენ წახვედით თუ არა, სასამართლომ ეგრევე დაკარგა დამოუკიდებლობა და საშინლად მოქცევა დაიწყო! პროკურატურაც აყვა! აი, მაგალითად, მე, 2 თებერვალს პროცესი ჩამინიშნეს. აღარც რვა მარტის შეთანხმება ახსოვთ, აღარც კორონას გამო მორატორიუმი.

მოკლედ, მეხსიერებაც მეესპოთ უთქვენოდ და სინდისიც წაიწყმიდეს. თქვენ აკი დაწერეთ საანდერძო უსტარში, მივდივარ და დიდი დარდი მიმყვება, გვარამიას ვერაფერი რომ ვერ ვუქენიო. ხოდა აგინს უნდათ ციხეში ჩასმა მიქნან. ხოდა, მობრუნდიიიიით რააააა, რა კაი იყო თქვენ დროს, სამართლიანი პროკურატურა და სასამართლოოოო!”
ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“პირველ დეკემბერს ჩაინიშნა გვარამიას პროცესი, მაგრამ მეორე დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ვინაიდან ქვეყანაში იყო კოვიდპანდემია, ამის გამო პროცესი გადიადო, ბუნებრივია, მაშინაც ჩვენთვის სასაცილო იყო ეს არგუმენტი, იმიტომ, რომ პანდემია არ დაწყებულა დეკემბერში და ახლა მითუმეტეს სასაცილოა, რადგან ვიცით, ასეა ცნობილი, რომ ჯერჯერობით კოვიდპანდემია არ დამარცხებულა საქართველოში. ეს არის მანიშნებელი იმის, რომ პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და სასამართლო არის შემსრულებელი”.

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს დამამძიმებელ გარემოებებში ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. თუ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ადამიანის უფლებათა ცენტრში ამბობენ, რომ ეს საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.

2019 წლის ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება უსაფუძვლოა და ის საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები საერთოდ არაა.

მთავარი