ნიკორას თანამშრომელი დანით დაჭრეს

ნიკორას თანამშრომელი დანით დაჭრესთბილისში, დიღმის მასივში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრას წინ საწყობის თანამშრომელსა და დაუდგენელ პირს შორის კამათი უძღოდა, რის შემდეგაც დაუდგენელმა პირმა მამაკაცი დანით დაჭრა.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

“ჩვენ ახალი ცვლა ვართ და არაფერი არ ვიცით”, – ამბობს “ნიკორას” ერთ-ერთი თანამშრომელი.
შემთხვევა 25 იანვარს დღის საათებში მოხდა. “ნიკორას” აღნიშნული ფილიალის გვერდით პოლიციის შენობა მდებარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.