პანკისში 40 წლის მამაკაცი მოკლეს

პანკისში 40 წლის მამაკაცი მოკლესპანკისში, სოფელ დუისში, 40 წლის მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.

მკვლელობამდე მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით საიწყო.