საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა – საღამოს 6-ის მერე სახლიდან ვერ გახვალთ

საფრანგეთში კომენდანტის საათი ამოქმედდა - საღამოს 6-ის მერე სახლიდან ვერ გახვალთკორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით ამიერიდან მოსახლეობას 18:00-დან 06:00-მდე ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება.

ამასთან ევროკავშირის ქვეყნების გარდა საფრანგეთში შესულმა ნებისმიერმა უცხოელმა კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს და 1 კვირით იზოლაციაში გადავიდეს.

პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 2.89 მილიონს მიაღწია და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილას იმყოფება. საფრანგეთში კორონავირუსს 70 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

იპნ