“თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა” – ადვოკატი რამიშვილი გამოძიების განახლებას ითხოვს

"თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა" - ადვოკატი რამიშვილი გამოძიების განახლებას ითხოვსთამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება, რის გამოც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, ბაჩალიაშვილების ოჯახის სახელით დღეს პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რითაც საქმის დახურვა გააპროტესტეს.

მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, რომ გამოძიება ხელახლა დაიწყოს და ამას იმით ხსნის, რომ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. მისი თქმით, საჩივარს სქრინი დაურთო თან, სადაც აღწერილია პირადი მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილსა და მის მეგობარს შორის და ამ მიმოწერაში თამარი არსებულ საფრთხეზე საუბრობს როგორც მის მიმართ, ასევე მისი მეგობრის მიმართ.

მიხეილ რამიშვილი სწორედ ამ მიმოწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვს და ამბობს, რომ ამავდროულად, ის ახალი პირი, რომელმაც ადვოკატს მიმართა, მზადაა, ჩვენება მისცეს და დეტალებზე გამოძიებასთან ისაუბროს.

მთავარი