ტრაგედია გლდანის მე-7 მიკროში – 17 წლის მოზარდი მე-6 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა გლდანში, მეშვიდე მიკრორაიონში. არსებული ინფორმაციით, მეექვსე სართულის ფანჯრიდან 17 წლის მოზარდი გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევის შემდეგ, მოზარდის მამა ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსდის 115-ე მუხლით დაიწყო.