42 წლის მამაკაცი ცხვარიჭამიაში ყელგამოჭრილი იპოვეს

42 წლის მამაკაცი ცხვარიჭამიაში ყელგამოჭრილი იპოვესცხვარიჭამიაში მკვლელობა მოხდა. მეზობლებმა 42 წლის მამაკაცი – ტ.ქ. თავის სახლში მოკლული იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები სავარაუდოდ, ყელის არეში დანით აქვს მიყენებული.

მათივე თქმით, ტ.ქ. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად ჩნდებოდა, ასევე სვამდა სხვა პირებთან ერთადაც, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ მათ შორს, კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარიყო.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პოლიციამ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.