თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 80 წელს გადაცილებული მამაკაცი ჭაში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილი ჟორა ქურცაძეა.
„რძალთან და შვილთან ცხოვრობდა. გადასარევი ოჯახი იყო. ეს კაცი ავადმყოფობდა, თან გადაყოლილები იყვნენ. არ ვიცი, ახლა რა მოხდა“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ჭაში თავად ჩახტა და გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პრაიმ ტაიმი

