ბოდბეში მანქანაში დამწვარი კაცი იპოვეს

ბოდბეში მანქანაში დამწვარი კაცი იპოვესბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილში დამწვარი კაცი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის კაცი, იმ ავტომობილის მფლობელი იყო, რომელში ის გარდაცვლილი ნახეს და მათ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

არსებული ინფორმაციით, კაცს ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სოფელში ვარაუდობენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მთავარი