ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გასამართლებამდე გარდაიცვალა

ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე გასამართლებამდე გარდაიცვალა85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს საქმის სასამართლო განხილვის დასრულებამდე გარდაიცვალა.

საბოლოდ, ხუთი ადამიანის მკვლელობისათვის, მისი ვაჟი, ნოდარ გამყრელიძე დააკავეს სასამართლომ კი 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თავად ომარ გამყრელიძის მიმართ კი, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა ჯერაც არ დასრულებულა.

85 წლის მოხუცისათვის ბრალის გადაკვალიფიცირება გამოძიების გარკვეულ ეტაპზე მოხდა და მას, განზრახ მკვლელობის ნაცვლად, მკვლელობაში დახმარება ედებოდა ბრალად.

გამოძიების ვერსიით, ომარ გამყრელიძე, საკუთარ შვილს, დედის, ელზა გამყრელიძის მკვლელობაში დაეხმარა და მას გეკოს ტიპის იარაღი გადასცა.

პრაიმტაიმი