“გადადგეს ფაშინიანი!” – ერევანში პარლამენტთან უვადო პროტესტი გამოცხადდა

"გადადგეს ფაშინიანი!" - ერევანში პარლამენტთან უვადო პროტესტი გამოცხადდასომხეთის პარლამენტის შენობასთან პრემიერ – მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის საპროტესტო აქცია უვადო იქნება. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერმა, ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა არტურ ვანეციანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ბაგრამიანის პროსპექტის ორივე მხრიდან ბლოკირების, აქციების უვადოდ გაგრძელების და ამ ადგილიდან ყველა პროცესის მართვის შესახებ“ , – განაცხადა ვანეციანმა.

მან ქვეყნის მცხოვრებლებს მოუწოდა, პროტესტის მონაწილეებს შეუერთდნენ.

„ასე თუ ისე, ხელისუფლების საკითხი წყდება ეროვნული შეკრებით“, – განაცხადა ოპოზიციურმა ლიდერმა.

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ქვეყნის მთავრობის მეთაურის გადადგომა მოითხოვა და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

იპნ