კონგოში იტალიის ელჩი ლუკა ათანასიო მოკლეს

კონგოში იტალიის ელჩი ლუკა ათანასიო მოკლესკონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს კოლონაზე თავდასხმის შედეგად კონგოში იტალიის ელჩი ლუკა ათანასიო გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმას ელჩთან ერთად მყოფი პოლიციელის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

„ელჩი და სამართალდამცავი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტაბილიზაციის მისიის კოლონაში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კოლონას შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და ელჩი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა გაეროს თანამშრომლების გატაცება სცადეს.

ლუკა ათანასიოს კონგოში იტალიის ელჩის თანამდებობა 2019 წლიდან ეკავა.

იპნ