ლაგოდეხთან ოპელი მერსედესს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

ლაგოდეხთან ოპელი მერსედესს შეასკდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდალაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე მამაკაცი გარდაიცვალა. ხოლო, 4 ადამიანი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

მთავარი