მეხანძრე თორნიკე კიპაროიძე სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

მეხანძრე თორნიკე კიპაროიძე სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპამეხანძრე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში:
“სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას.”