“ნასვამი შევიდა და დაიკარგა” – აჭარაში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ – ის წყალში 17 თებერვალს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს უკვე 10 დღეზე მეტია ეძებენ.

დაკარგულის ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოების მასშტაბის გაზრდას ითხოვენ.

რუსთავი 2