ნიკა გვარამია – “პორშეთი ჩემი ოჯახი რომ დადიოდა, არასდროს დამიმალავს”

ნიკა გვარამია - "პორშეთი ჩემი ოჯახი რომ დადიოდა, არასდროს დამიმალავს"ჩვენ ვიყავით ბრალდების მხარის მიერ მოწვეული მოწმეების დაკითხვაზე და გამოვედით დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით. ასე ჩამოეშლება პროკურატურას ყველა მონაკვეთში ეს საქმე, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მას არასდროს დაუმალავს “პორშე მაკანის” არსებობა.

“არასდროს დამიმალავას, ამ მანქანით ჩემი ოჯახი რომ დადიოდა, სარგებლობდა. ჩვეულებრივად ნაყიდი მქონდა განვადების ხელშეკრულებით, როგორ უნდა დამემალა, დავმალავდი იმ შემთხვევაში, თუკი ჩავთვლიდი, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩავიდინე.

კიდევ ორი თვე, რაც “რუსთავი 2”-დან წამოვედი, ამ მანქანით დავდიოდი, მერე აღმოჩნდა, რომ უთვალთვალებდნენ… მანქანა ამოიღეს, თორემ მე ვაპირებდი ამ მანქანის ყიდვას და უკვე ნაყიდი მეყოლებოდა. “ტოიოტას” თანამშრომელმა დღეს დაადასტურა, რომ მე უკვე შეთანხმებული მივედი, რომ “რუსთავი 2″-ის სასარგებლო იქნებოდა ბარტერი და მე გადავიხდიდი თანხას, მანქანა ჩემ საკუთრებაში მას შემდეგ გადმოვიდოდა, რაც სარეკლამო ფირმას გადავუხდიდი”,- განაცხადა გვარამიამ.

იპნ