ნიკა მელიას სასამართლო დღეს 4 საათზე დაიწყება

ნიკა მელიას სასამართლო დღეს 4 საათზე დაიწყებანიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. ბიძინა ივანიშვილის კლანმა სრული შემადგენლობით გუშინ დაუჭირა მხარი ოპოზიციის ლიდერისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

დღეს კი ქვეყნის ერთერთი მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას ბედი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, პროკურატურამ მისი დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოს გუშინვე მიმართა. 16 თებერვალს სასამართლო არ გამართულა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის სახელს, რომელმაც დღეს ნიკა მელიას ციხეში გაშვება არგაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, პოლიტიკური მართლმსაჯულების არაერთი ხმაურიანი საქმე უკავშირდება, სადაც პოლიტპატიმრები და ხელისუფლების ოპონენტები ფიგურირებენ. 2019 წელს ნინო ჩახნაშვილი იყო მოსამართლე, რომელმაც გავრილოვის 20 ივნისის სისხლიანი ღამის დაშავებულებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს  –  დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

პოლიტპატიმარ გიორგი რურუას დაკავებიდან 1 თვის შემდეგ კი, ამავე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა, თუმცა გიორგი რურუა ციხეში დატოვა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, ნინო ჩახნაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა და ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს 700 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ნინო ჩახნაშვილი საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

მთავარი