“შაბათის მთავარის” ინფორმაციით, 14 წლის ნინი ცეცხლაძის ოჯახმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღო. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ მოზარდი სასტიკად იყო ნაცემი. ახლა წესით ის უნდა დადგინდეს, ვინ იძალადა ფიზიკურად ნინიზე – 23 წლის ნიკა ტაკიძემ, რომელსაც ოჯახი გაუპატიურებაში სდებს ბრალს თუ ნათესავებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არასრულწლოვანი ასე უნდა დაესაჯათ.
არასრულწლოვნის დედას გამოძიების იმედი არ აქვს, მაგრამ პოლიციაში საჩივრის შეტანას აპირებს. მას მოზარდის ბაბუასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და შვილთან გამოსამშვიდობებლადაც მხოლოდ დაკრძალვის დღეს მიუშვეს.
მერი რომანაძე ითხოვს, რომ პასუხისგებაში 23 წლის ნიკა ტაკიძის გარდა, არასრულწლოვნის ბაბუა და ბიძაც მიეცნენ.
ის ჯერ ვერაფერს ამტკიცებს, თუმცა ფიქრობს, რომ მისმა შვილმა თავი არ მოიკლა და ის ბაბუას შემოაკვდა, რადგან მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა.
მთავარი

