ყვარელთან მანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეასკდა – მძღოლი ადგილზე დაიღუპა

ყვარელთან მანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეასკდა - მძღოლი ადგილზე დაიღუპა26 თებერვალს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შეჯახების დროს მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.