რუსთავში ინფინიტი რამდენჯერმე ამოტრიალდა – 3 ადამიანი დაშავდა

რუსთავში ინფინიტი რამდენჯერმე ამოტრიალდა - 3 ადამიანი დაშავდარუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე 23 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, “ინფინიტი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 3 დამიანი დაშავდა.

ერთი 25 წლის დაშავებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწესებულების ანესთეზოლოგ რეანომატოლოგის, გიგა ნერგაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ხოლო ორი დაშავებული კაცი სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც “ინფო რუსთავს” კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა განუცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ინფორუსთავი