შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსან ირაკლი ხურციძეს თავს დაესხნენ

შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსან ირაკლი ხურციძეს თავს დაესხნენცნობილი ხდება, რომ შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს, ირაკლი ხურციძეს თავს დაესხნენ. მას სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, ხურციძე მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, თორნიკე ვაჩაძემ სცემა, რომელიც სამსახურიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.

ნაცემი მაღალჩინოსნის ფოტო თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა.

პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, გიორგი კოპალიანს.

ტვ პირველი ცნობით, ირაკლი ხურციძეს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის სამსახურში მივიდა და მანქანიდან გადმოდიოდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.