“შონზომ ფული გამომართვა, წამიყვანა და მიმატოვა” – კანადის ვიზების საქმეზე არავინ დასჯილა

"შონზომ ფული გამომართვა, წამიყვანა და მიმატოვა" - კანადის ვიზების საქმეზე არავინ დასჯილა მთავარს დაუკავშირდა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წლების წინ ათობით ათასი დოლარი გადაუხადეს ზურაბ გაჩეჩილაძეს იგივე შონზოს, კანადაში დასაქმების სანაცვლოდ.

ყვეკაფერი ასე დაიწყო – 7 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა იპოვა შონზო, რომელიც მათ დაპირდა, რომ 15.000 დოლარის წინასწარ გადახდის სანაცვლოდ, დუბაის გავლით კანადაში სამუშაოდ გაუშვებდა.

დაზარალებულების თქმით, შონზომ ისინი დუბაიში მიატოვა და ფული მიითვისა.

„მე შონზოსთან მქონდა საქმე, შონზომ წამიყვანა და მიმატოვა იქ… 10 ათასი შონზოსთვის უნდა მიგვეცა. სულ ჯამში 15 ათასში აკეთებდა“, – ყვება სურაჯ ბარამიძე.

დუბაიში ყოფნა მოტყუებულ მოქალაქებბს 7 თვე მოუწიათ, რის შემდეგაც, დიდი გაჭირვებით, მათ საქართველოში დაბრუნება მოახერხეს.

შოუმენი კი დაზარალებულად და მოტყუებულად აქეთ მიიჩნევს თავს და არც მორალურ პასუხისმგებლობას გაურბის. ფინანსური პასუხისმგებლობა მან მეგობარს, შალვა ბეჟიაშვილს, დააკისრა.

სამართლებრივი დავა უკვე 4 წელია გრძელდება, ამ დრომდე არც დამნაშავეა გამოვლენილი და არც საკუთარი სახლების გარეშე დარჩენილი ადამიანები უცვნიათ დაზარალებულად.

2015-2016 წლებში კანადის ვიზების გაკეთება თბილისში ყველაზე გავრცელებული აფიორა იყო. ათეულობით ადამიანის საჩივარი ყოველდღიურად რეგისტრირდებოდა ქალაქის მთავარ სამმართველოში და სასამართლოდან განსასჯელის სკამზე თითქმის არავინ მოხვედრილა.

მთავარი