თბილისში, კინო საქართველოსთან, კაცი დაჭრეს.
დაჭრის სავარაუდო მიზეზი ფული გახდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 2 ადამიანს შორის ფინანსურ საკითხზე იყო კონფლიქტი.
ჩხუბში სხვა ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, თუმცა დაჭრის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ
“სისხლი გასდიოდა კაცს, ავტეხე წივილ-კივილი, სისხლისგან იცლებოდა” – ამბობს თვითმხილველი.
ჭრილობები მამაკაცს ბასრი საგნით ფეხში მიაყენეს.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, გამოძიება 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.
მთავარი

