“სომხეთში გენშტაბი სამხედრო გადატრიალებას აპირებს” – ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი მოხსნა

"სომხეთში გენშტაბი სამხედრო გადატრიალებას აპირებს" - ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი მოხსნასომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

”გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად ვთვლი. ყველა ჩვენს მომხრეს რესპუბლიკის მოედანზე ვიწვევ. მალე მივმართავ ერს პირდაპირ ეთერში ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, სადაც სამხედრო მაღალჩინოსნები ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ფაშინიანის განმარტებით, გასპარიანისა და მისი მოადგილის გადაყენებას ხელი მანამდე მოაწერა, სანამ გენერალური შტაბი მისი გადადგომის მოთხოვნით განცხადებას გაავრცელებდა.

იპნ