სპეცოპერაცია ჩიტაიას ქუჩაზე – 2 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ჩიტაიას ქუჩაზე - 2 პირი დააკავესთბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცავებმა ორი პირი სუპერმარკეტ „სპარის“ დაყაჩაღების დროს დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდამსხმელები დანით და ცეცხლსასროლი იარაღით ცდილობდნენ ობიექტის დაყაჩაღებას.

შემთხვევა დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა.  თავდამსხმელები  არასრულწლოვანები არიან.

სუპერმარკეტში შეჭრისას მათ ნავაჭრი თანხა მოითხოვეს, მათი განიარაღება მაღაზიის მენეჯერმა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.