ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრესთბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შელაპარაკების დროს სხვებს აშველებდა, როდესაც თავად დაიჭრა. სავარაუდოდ, მას დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.