თავდასხმა სკოლაზე – ნიგერიაში მოსწავლეები და პედაგოგი გაიტაცეს

თავდასხმა სკოლაზე - ნიგერიაში მოსწავლეები და პედაგოგი გაიტაცესნიგერიაში, ნიგერის შტატის კაგარას რაიონში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში დაუდგენელი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ათობით მოსწავლე და მასწავლებელი გაიტაცეს.

სკოლაზე თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სკოლის გატაცებული თანამშრომლებისა და მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ორი თვის წინ კაცინას შტატის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში მდებარე სკოლიდან შეიარაღებულმა პირებმა 350 მოსწავლე გაიტაცეს, რომლებიც მოგვიანებით უსაფრთხოების ძალებმა გადაარჩინეს.

იპნ