ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. საქმეში დანა ფიგურირებს.
თავდამსხმელმა მსხვერპლს დაზიანება ზურგის არეში მიაყენა. შემთხვევა ხალხმრავალ ეზოში მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სასწრაფო დახმარება კი, მეზობლებმა გამოიძახეს.
დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ამსახველი ვიდოკადრები “კურიერს” თვითმხილველმა მიაწოდა.
კადრებში ჩანს ადგილზე მობილიზებული პოლიცია და ექიმები.
რუსთავი 2

