200 ლარი კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხისთვის – იმერეთში 1 პირი დააკავეს

200 ლარი კოვიდის ტესტზე უარყოფითი პასუხისთვის - იმერეთში 1 პირი დააკავესფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსის პისიარ კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შემთხვევა იმერეთში მოხდა.

ბრალდებული ყალბ ცნობებს 200 ლარის სანაცვლოდ გასცემდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები”, – წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, წინასწარ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული შეუვსებელი თაბახის ფურცლები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.