65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით აბაშაში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

65 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით აბაშაში 39 წლის მამაკაცი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტრო აბაშაში, 65 წლის ქალის გაუპატიურების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აბაშის მუნიციპალიტეტში, 1981 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.

სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.