აბაშაში 60 წლის ქალი გააუპატიურეს

აბაშაში 60 წლის ქალი გააუპატიურესაბაშის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ქალი გააუპატიურეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.