ბაკურიანში მოთხილამურეთა მწვრთნელის მანქანა ააფეთქეს

ბაკურიანში მოთხილამურეთა მწვრთნელის მანქანა ააფეთქესბაკურიანში მოთხილამურეთა მწვრთნელის იბრაგიმ გობოზოვის კუთვნილი ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც ის მანქანას წმენდდა.

როგორც გობოზოვი აცხადებს, შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა, არ იცის, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი:

“მანქანა ეზოსთან იდგა, ძარაზე რაღაც ნივთი შევნიშნე და რომ ავიღე, აფეთქდა. გამოვიძახე პოლიცია და მუშაობენ. თითებზე მივიღე დაზიანება და ცოტა მკერდის არეში” – განაცხადა გობოზოვმა.

მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქებასა და ამით შეგნებულად სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის ან ქონებისათვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.