ბებიას, რომელმაც შვილიშვილის დამჩოქებელი თანაკლასელები დააჩოქა, 4.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ბებიას, რომელმაც შვილიშვილის დამჩოქებელი თანაკლასელები დააჩოქა, 4.000 ლარიანი გირაო შეეფარდალაგოდეხის სასამართლომ ლაგოდეხში მე-6 კლასის მოსწავლეების მიმართ განხორციელებული იძულების საქმეზე არასრულწლოვნის ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით 4.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროცესზე ბრალდებული ადვოკატის გარეშე იყო წარმოდგენილი. ბრალდებულმა ლ.კ-მ სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

2020 წლის 4 ნოემბერს, სკოლის მოსწავლეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვ.ა.-მ და გ.მ-მ თანაკლასელს, მ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე აიძულეს დაეჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიში მოეხადა.

აღნიშნული ფაქტის გამო 8 ნოემბერს, მ.კ-ს ბებიამ, ვ.კ.-მ, ანალოგიური მეთოდით, იძულებით დააჩოქა მუხლებზე არასრულწლოვნები – ვ.ა. და გ.მ და დაჩოქილებს მისი შვილიშვილისთვის ბოდიში მოახდევინა.

აღნიშნული ფაქტის ვიდეოგადაღებას ახდენდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობელი.

პროკურატურამ ვ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვნების მიმართ დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.