ჩუმლაყში მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი ციხიდან გამოუშვეს

ჩუმლაყში მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი ციხიდან გამოუშვესერთი პირის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული მამაკაცი პატიმრობიდან განთავისუფლდა. მიზეზი გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის გასვლაა, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლოს ამოიწურა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩულმლაყში 2020 წლის 28 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული პირი, საბოლოო გადაწყვეტილებას სახლში დაელოდება.

ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. მსაჯულების შერჩევის პროცესი კი თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს.

ბრალდებულის გათავისუფლებამ მოკლულის ოჯახის პროტესტი გამოიწვია.

2020 წლის 28 ივნისს ღამით ღამით, ჩუმლაყში პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი მოკლა, ხოლო ერთი პირი  მძიმედ დაჭრა.

დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ეს დანაშაული მოხდა.