“დედა აბაზანაში შევიდა, წაიქცა, ცუდად გახდა. ხელები შეკრული არ ჰქონია” – რა მოხდა ჯავახიშვილის ქუჩაზე

"დედა აბაზანაში შევიდა, წაიქცა, ცუდად გახდა. ხელები შეკრული არ ჰქონია" - რა მოხდა ჯავახიშვილის ქუჩაზეჯავახიშვილის ქუჩაზე გარდაცვლილი ქალის ცხედარს პროზექტურიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლში გადაასვენებენ.

85 წლის ქალის შვილები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ საგამოძიებო უწყებამ უკვე გაათავისუფლა. ისინი ამტკიცებენ, რომ მკვლელობა არ მომხდარა და ქალი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

“აბაზანაში შევიდა, წაიქცა, ცუდად გახდა. ჩემმა ძმამ დამიძახა, ნახე, რა ხდებაო, შევედი. დედაჩემი ძირს იყო და მე ვერ ავწევდი იმ სიმძიმეს, გამოვაყვანინე ჩემ ძმას.

ხელ-ფეხი არ ჰქონდა შეკრული. თვალზე ჰქონდა ნაჭერი, თვალებზე იფარებდა ხოლმე, შუქმა არ შემაწუხოსო. დედა გარდაცვლილი ჩვენ არ გვეგონა, სასწრაფო გამოვიძახეთ. დედაჩემს ჰქონდა სკლეროზი, მეხსიერების დაქვეითება, თავში ჩაქცევები ჰქონდა, შაქარი ჰქონდა მაღალი, სახსრები ტკიოდა”,-ამბობს გარდაცვლილის შვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ჯავახიშვილის ქუჩაზე 85 წლის ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი გუშინ, 27 მარტს ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, სავარაუდოდ დანით ჰქონდა მიყენებული.

მთავარი