თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია ასევე ერთი პირი. შემთხვევა წუხელ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

