ესპანეთში დაკავებული გემის ეკიპაჟის ნახევარი ქართველები იყვნენ

ესპანეთში დაკავებული გემის ეკიპაჟის ნახევარი ქართველები იყვნენ“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ესპანეთის წყლებში დაკავებულ გემზე, რომელსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკები გადაჰქონდა, ქართველებიც იყვნენ.

ეკიპაჟის 9 წევრიდან 4 ქართველია. საუბარია 3 ტონა კოკაინზე, რომლის ღირებულებაც ბაზარზე 150 მილიონ ევროს აღწევს.

ჯერ ოფიციალურად არ არის ცნობილი, იცოდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რა ტვირთი გადაჰქონდათ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი გემით. თუმცა, მათ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ეკიპაჟის წევრებმა ტანკერი საკუთარი ხელით ჩაძირეს.

რუსთავი 2