“გასაყიდად გლოკის 7 ცალი იარაღი და მჭიდები მისცა” – პოლიციამ 2 პირი დააკავა

"გასაყიდად გლოკის 7 ცალი იარაღი და მჭიდები მისცა" - პოლიციამ 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.კ. და 1994 წელს დაბადებული თ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე დააკავეს.
დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების მიზნით ე.კ.-ს 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები გადასცა.
სამართალდამცველებმა ე.კ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას 7 ცალი “გლოკის” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.