“გოგიმ ხელები გადამიგრიხა, გონება მებინდებოდა, გოგიმ მაკოცა, მე ვუკბინე და სიმწრისგან ჩამოვფხოჭნე” – რას ყვება ასმათ დვალიშვილი

"გოგიმ ხელები გადამიგრიხა, გონება მებინდებოდა, გოგიმ მაკოცა, მე ვუკბინე და სიმწრისგან ჩამოვფხოჭნე" - რას ყვება ასმათ დვალიშვილიგოგი წულაიას საქმის მონაწილე ასმათ დვალიშვილთან ნანუკა ჟორჟოლიანმა ინტერვიუ ჩაწერა და 24 მარტს მთავარი არხის ეთერში გაუშვა.

ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიასთან შეხვედრი დეტალებს იხსენებს.

“გოგიმ ნახევარი ბოთლი კონიაკი დალია, მარიხუანა მოწია. როცა ვწვებოდით, ვუთხარი, შენ დაწვები ტახტზე, მე დავწვები დივანზე და კარგიო.

რომ დავწექით, ვიგრძენი, რომ მომიახლოვდა და დივანიდან გადმოვხტი. აქ რა გინდა მეთქი და გაკოცებდიო, მითხრა.  მეთქი ხომ არ გაგიჟდი, რას მაკოცებდი.

მითხრა, კაი, გაკოცებ და წავალო. შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. წადი მეთქი და ბუზღუნით წავიდა უკან.

ცოტა ხანში ტახტზე გადმოწვა. დამეტაკა. ისევ გავუშვი უკან. მერე მითხრა, აღარ ვიზამო და ისევ დავუჯერე.

ამის მერე ისევ წამოუარა, მოვარდა, ხელები გადამიგრიხა, მებინდებოდა გონება. მერე მაკოცა და ამ დროს მე ვუკბინე და სიმწრისგან ჩამოვფხოჭნე. უკვე უნდა ავყვირდე და გავგიჟდე და ეს ხელებაწეული მოდის და ბოდიში, მეტს აღარ  ვიზამო. დაგიჩოქებ თუ გინდა და მეტს აღარ ვიზამო.

მგონია, რომ საბოლოოდ მოვიდა აზრზე, მაგრამ მერე კიდევ წამოვარდა, როგორ უნდა დაგითმოო და მივხვდი, რომ უნდა ჩემი თავისთვის მეშველა.

3 საათზე და 10 წუთზე პატრულში დავრეკე. 3 საათზე და 22 წუთზე პატრულმა დამირეკა და 5 საათზე პატრულიც მოვიდა,” – უთხრა ასმათ დვალიშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს.