“გოგოს პირველი ქმარი მივიდა ბავშვების სანახავად და მას არ უშვებდა სახლში” – გურჯაანში 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალები

"გოგოს პირველი ქმარი მივიდა ბავშვების სანახავად და მას არ უშვებდა სახლში" - გურჯაანში 8 თვის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალებიმეზობლების განცხადებით, 8 თვის ბავშვს, რომელიც გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე გარდაიცვალა, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც ჩაუტარდა.

როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან ყვებიან, დაკავებული მამაკაციც და ქალიც მეორე ქორწინებაში იმყოფებიან და მათ შვილები პირველი ქორწინებიდანაც ჰყავთ.

მათი განმარტებით, მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და ცოლს როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

„ალბათ, ნასვამ მდგომარეობაში იყო. ბავშვს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც გაუკეთდა. კაცს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები. ის ცოლის განცხადების საფუზველზე დააკავეს“, – აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, მამაკაცმა არა მხოლოდ ცოლს, არამედ ბავშვებსაც სცემა, რომელიც მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

„ოჯახში ბავშვებს და მეუღლეს სცემა. დალურჯებულები იყვნენ მე რომ მოვედი. მეზობლები ლაპარაკობდნენ, რომ გოგოს პირველი მეუღლე მივიდა ბავშვების სანახავად და მას არ უშვებდა სახლში. იმ ბიჭს მაინც დაუბრუნოს თავისი შვილები, თვითონ ვერ ზრდის. ქალის განცხადების საფუძველზე დააკავეს. ბიჭი სვამდა. ორივესთვის მეორე ოჯახი იყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მეზობელმა.

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, როდესაც 8 თვის ბავშვი გარდაიცვალა, მამაკაცი დააკავეს.

იპნ