გორში პოლიციამ 4 თვის წინ დაკარგული გიორგი ნონიაშვილის ცხედარი იპოვა

გორში პოლიციამ 4 თვის წინ დაკარგული გიორგი ნონიაშვილის ცხედარი იპოვაგორში, პოლიციამ 21 წლის კაცის, გიორგი ნონიაშვილი ცხედარი იპოვა. ეს არის ახალგაზრდა, რომელსაც სამართალდამცველები ოთხი თვის განმავლობაში ეძებდნენ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ცხედარი ფოთლებით იყო დაფარული და მისი ამოცნობა ოჯახის წევრებსაც კი გაუჭირდათ.

გიორგი ნონიაშვილი სახლიდან 11 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა

შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.